AXIS: მარველის ახალი “ივენტი”

როგორც ვიცით მარველის შემდეგი მოვლენა/ “ივენტი” აქსისი (Axis) იქნება, რომელშიც შურისმაძიებლები და იქს ადამიანები გაერთიანდებიან რომ წინააღმდეგობა გაუწიონ წითელ ქალას (Red Skull) რომელსაც პროფესორ იქსის ტვინის ნაწილები აქვს მიკერებული…. რაც მას ჩარლზ ქსავიეს ტელეპატიურ ძალებს აძლევს. მაგრამ ჰერრ სკალი არ იქნება მარტო მას ლოკი (Loki), კარნაჟი (Carnage), და დოქტორ დუმი (Dr. Doom) შეურთდება.

Avengers & X-Men: AXIS რომელსაც რიკ რემენდერი (Rick Remender) დაწერს 9 ნომრისგან შედგება ყოველი 3 ნომერი სამ აკტზე იყოფა. კომიქსი უამრავ ცვლილებებს გპირდება (პრინციპში როგორც ყველა ივენტი 😉 ) და აგრეთვე ეკლექტიკურ პერსონაჟების ჯგუფს, როგორც შტორმი (Storm), თორი (Thor), რკინის კაცი (Iron man), ლუკ კეიჯი (Luke Cage), დედპული (Deadpool), მედუზა (Medusa). მარველმა აგრეთვე დაადასტურა რომ კომიკქსში გარკვეულ როლს ითამაშებენ ჰავოკი (Havok), ბავშვი აპოკალიპსი (Kid Apocalypse) და კვენტინ კვაერი (Quentin Quire). და აგრეთვე ბოროტების მხარზე: შთამნთქმელი (Absorbing Man), ჰობგობლინი (Hobgoblin), და ხმალკბილა (Sabretooth).

“ივენტს” ზოგ კომიქს სერიაბთანაც ექნება გადაკვეთა მათ შორის არიან: Iron Man, Magneto, Loki: Agent of Asgard, Captain America, და Uncanny Avengers.

Avengers & X-Men: AXIS ოქტობრიდან გამოვა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *